ირაკლი კობახიძე ვადამდელ არჩევნებზე - ჩვენი პარტნიორები სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ცვლილებებზე აკეთებენ ხოლმე კომენტარებს და მგონი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციას აანონსებს, შეფასება ამაზეც უნდა გაკეთდეს

დიდი ხანია, ამ ადამიანებმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რადიკალურმა ოპოზიციამ, ხალხს მოაბეზრეს თავი, ახლა უკვე საკუთარ მხარდამჭერებსაც აბეზრებენ თავს - არაფრის რესურსი და თავი არ აქვთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რიგგარეშე არჩევნების თაობაზე ნიკა მელიას განცხადებას.

კობახიძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები პროცესებს აკვირდებიან და კომენტარებს გააკეთებენ.

„არაფრის რესურსი და თავი არ აქვთ და იმისთვის, რომ შიგნით სცადონ პოზიციების გამაგრება, ცდილობენ, რადიკალური მესიჯებით გამოვიდნენ. ამის უკან მეტი არაფერი დგას, რიხი რომ არ აქვთ, მათ განცხადებებში ეს ძალიან კარგად ჩანს - ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ასე გაგრძელდება. იმედია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკვირდებიან. რაღაც სახანძრო უსაფრთხოების კანონში რომ შეგვაქვს ხოლმე ცვლილებები, ხანდახან იმაზე აკეთებენ კომენტარებს და მგონი, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ფორმალური თავმჯდომარე რევოლუციას აანონსებს, ხანდახან მაინც ამაზეც უნდა გაკეთდეს კომენტარები. ჩვენი სურვილი ეს იქნებოდა. ვნახოთ, რამდენად გაკეთდება ისეთი კომენტარები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას. მათი დუმილი კი ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გაღვივებას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. მისივე თქმით, საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მისაღწევად მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები განხორციელდება. ამასთან, გაიმართება მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ რეჟიმში კომუნიკაცია.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს