ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას - პოლიტიკურ დღის წესრიგშიც ვერ ყალიბდებით, რა არის მთავარი, 12 პუნქტის შესრულება თუ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა

პოლიტიკურ დღის წესრიგშიც ვერ ყალიბდებით. რა არის მთავარი, 12 პუნქტის შესრულება, თუ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა - აი, აქ ნათლად ჩანს ქვეყნის ინტერესები და თქვენი ერთი, რადიკალური ნაწილის გაცხადებული ლოზუნგები, რომელსაც ვერ შეელიეთ, მაგრამ თქვენ ლოზუნგებს არ მიჰყვება მოსახლეობა და ვერანაირი დესანტი ვერ გიშველით ამ ლოზუნგების გაცოცხლებაში, - ამ სიტყვებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციას მიმართა.

როგორც მან განმარტა, რთული და გეოპოლიტიკური ომის ფონზე, როცა მსოფლიოში ეკონომიკური რეცესია, სტაგნაციაა, ქვეყანაში განვითარების, ეკონომიკური წინსვლის პოზიტიურ შედეგებია.

„რას ელის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, ამ პარლამენტისგან, ამ სესიისგან, ამ შემოდგომას და რა არის ჩვენი ქვეყნისათვის ამ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანი? ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სწორედ მშვიდობა, განვითარება და ჩვენი შეუფერხებელი სვლა ევროატლანტიკური სივრცისაკენ. აქ ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ თურმე, ამ მშვიდობის გამო, ჩვენ ლაჩრები გავხდით. გეტყვით, რომ მშვიდობის შენარჩუნებას ყველაზე დიდი გმირობა სჭირდება, ლაჩრობა იყო ის, რასაც 2008 წელს მხედართმთავარი და მისი გარემოცვა სჩადიოდა. ამიტომ, მშვიდობის შენარჩუნება არის ყველაზე დიდი სიქველე და ყველაზე დიდი ვაჟკაცობა. რა არის განვითარება? განვითარება არის სწორედ ის, როდესაც იმ რთული და გეოპოლიტიკური ომის ფონზე, როცა მსოფლიოში ეკონომიკური რეცესია, სტაგნაცია სახეზე გვაქვს, ჩვენ მაინც ვახერხებთ და ვინარჩუნებთ ქვეყანაში განვითარების, ეკონომიკური წინსვლის პოზიტიურ შედეგებს, რაც საერთაშორისო ეკონომიკური რეიტინგების შეფასებაშია ასახული. ამასაც გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება, რადგან ადვილია, ტრენდს აჰყვე და შენი ქვეყნის ეკონომიკა სანქციებით ადვილად დააზიანო და შემდეგ ამ გულზვიად ვაჟკაცებს აძახებინო, რომ ქვეყანაში ეკონომიკა მიწასთან გასწორდა და გაჩანგდა. რა არის დღეს ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლა? ეს არის სწორედ იმ 12 პუნქტის შესრულება და ის ვაჟკაცობა არ ეყო აქ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, რომ მოსულიყო და მთელი ამ ზაფხულის განმავლობაში იმ სამუშაო ჯგუფებში ემუშავა, სადაც კამათით, დისკუსიით, აზრთა გაცვლა-გამოცვლით რაიმე საკითხებზე მაინც კონსენსუსი შედგებოდა. ჰგონიათ ახლა, პარლამენტში რომ მოვლენ და რაღაცას შემოაგდებენ, იტყვიან, არ მიიღეთ და ამიტომ ახლა ჩვენ ამ პროცესს ინკლუზიურად არ ჩავთვლით და ა.შ. და დააზიანებენ საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, ამ გზაზე კიდევ ერთხელ მოინდომებენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებით იქნებ ვიწროპარტიული ინტერესი აისრულონ და ეს ქვეყანა ან დაასანქცირონ, ან ხელისუფლება ჩამოიშალოს და თვითონ რამე პერსპექტივა გაეხსნათ, ეს იქნება ვაჟკაცობა და ეს იქნება ქვეყნის ინტერესები? ვერ იქნება და ამიტომაც არის, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგშიც ვერ ყალიბდებით, რა არის მთავარი, 12 პუნქტის შესრულება, თუ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, აი, აქ ნათლად ჩანს ქვეყნის ინტერესები და თქვენი ერთი, რადიკალური ნაწილის გაცხადებული ლოზუნგები, რომელსაც ვერ შეელიეთ, მაგრამ თქვენ ლოზუნგებს არ მიჰყვება მოსახლეობა და ვერანაირი დესანტი ვერ გიშველით ამ ლოზუნგების გაცოცხლებაში. და ბოლოს, ლოცვა - ლოცვა არასდროს არის დასაცინი, საქართველოსთვის ლოცვა, ომშიც, მშვიდობაშიც, ბრძოლაშიც, ლხინშიც და ჭირშიც, არის ეგზისტენციალური მოცემულობა და ნუ ებრძვით ამ ეგზისტენციალურ მოცემულობას, ამაზეა აწყობილი ისტორიულად საქართველო და ეს ღვთის რეკომენდაცია არასდროს დაივიწყოთ, რადგან ეს არის მუდმივი განსხვავებით სხვა ყველა რეკომენდაციისა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო