ესპანური ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის მაღალრეიტინგულ ტელეკომპანიას ETB2-ს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ტელეკომპანია ბასკეთის მხარეში მაუწყებლობს და ასიათასობით მაყურებელი ჰყავს. ტელეკომპანიის პოპულარული გადაცემის Vascos por el mundo ჯგუფის წევრებმა თბილისის, მცხეთის, უფლისციხის, დმანისის, სტეფანწმინდის, ანანურისა და სიღნაღის ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს. გადაცემის ჟურნალისტები ანსამბლ რუსთავის რეპეტიციას დაესწრნენ.

პრეს-ტურის ფარგლებში ესპანელმა ჟურნალისტებმა ცხენებით ჯირითსა და ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა. მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები.

საქართველოში ესპანური ტელეკომპანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის, ღვინისა და კულინარიის შესახებ ამზადებს გადაცემას, რაც ხელს შეუწყობს ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდასა და ცნობადობის ამაღლებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა