დავით კირკიტაძე - ადამიანი, რომელიც კალათბურთის მატჩებზე ფეხბურთის მაისურით დადის, ჩვენ გვამუნათებს, ბატონო ირაკლი, ცუდი ფეხი გქონიათ, ჩვენ უნდა გაგვემარჯვა იმ თამაშში

ადამიანი, რომელიც კალათბურთის ეროვნული ნაკრების მატჩებზე დადის ფეხბურთის მაისურით ჩვენ გვამუნათებს. ბატონო ირაკლი, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, პრობლემა ის არის, რომ ცუდი ფეხი გქონიათ, ჩვენ უნდა გაგვემარჯვა იმ თამაშში, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომლის თქმით, „ოპონენტებმა სპორტშიც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება“.

დავით კირკიტაძის განცხადებით, კობახიძემ ბევრი ტყუილი იკადრა და ადამიანები, რომლებიც არასდროს ყოფილან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათი პარტიის წევრებად გაასაღა.

„ალბათ საქართველოს მოქალაქეებს მცირე იმედი მაინც ჰქონდათ დარჩენილი, რომ საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიას დაიწყებდა იმ პრობლემბზე საუბრით, რომელიც დღეს აქვს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროდ, დღეს სულ სხვა რეალობაში აღმოვჩდნით, რომელშიც მმართველი უმრავლესობის დამსახურებით საერთოდ არ ჩანს საქართველოს მოქალაქე. ადამიანი, რომელიც კალათბურთის ეროვნული ნაკრების მატჩებზე დადის ფეხბურთის მაისურით ჩვენ გვამუნათებს. ბატონო ირაკლი ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, პრობლემა ის არის, რომ ცუდი ფეხი გქონიათ, ჩვენ უნდა გაგვემარჯვა იმ თამაშში, როდესაც თქვენ არ ხართ, ჩვენი ნაკრები იმარჯვებს და ახარებს ქართველ ხალხს. ბევრი ტყუილი იკადრა და ადამიანები, რომლებიც არასდროს ყოფილან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შემოგვასაღა, თითქოს ჩვენი გუნდის წევრები აკეთებენ განცხადებას. რომელი გვარებიც ჩამოთვალა არცერთი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო