პაატა მანჯგალაძე - დეპოლარიზება როგორ მოხდება იმ პირობებში, როცა „ქართულმა ოცნებამ“თითქმის სახელმწიფო იდეოლოგიად გამოაცხადა ანტიდასავლური, ანტიამერიკული რიტორიკა

მზად ვართ დავუჭიროთ მხარი ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მოემსახურება 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პაატა მანჯგალაძემ პოზიცია „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით დააფიქსირა.

„ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს, საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს პარლამენტს იმაზე დიდი ეროვნული ამოცანა, ვიდრე არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება, ნამდვილად არა გვაქვს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პოზიციას: მზად ვართ დავუჭიროთ მხარი ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მოემსახურება 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის დეპოლარიზებასთან დაკავშირებით. მაგრამ ამისთვის თქვენ უნდა შექმნათ წინაპირობები. დეპოლარიზება როგორ მოხდება იმ პირობებში, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ იდეოლოგიად - სახელმწიფო იდეოლოგიად გამოაცხადა ლამის ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიამერიკული რიტორიკა, რაც თავისთავად ანტიქართულს ნიშნავს, იმიტომ, რომ სხვა გზა, გარდა რუსული ჭაობისა არ არსებობს. სწორედ ამაში გამხელთ და ამაში გიპირისპირდებით. როგორც კი შეცვლით, ამ ნაწილში კითხვის ნიშნები მოიხსენება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს