ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პოლონეთის სამხედრო-სამრეწველო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ალეკო ელისაშვილი და ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი პოლონეთის უმსხვილესი სამხედრო სამრეწველო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ კელცაში შედგა, სადაც ყოველწლიური სამხედრო სამრეწველო გამოფენა მიმდინარეობს.

გამოფენაზე საქართველოს პარლამენტის წევრები სეიმის თავდაცვის კომიტეტის წევრების მასპინძლობით იმყოფებიან. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლონეთში იარაღის ექსპოზიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. წარმოდგენილ შეიარაღებას შორის 90% სწორედ პოლონეთშია წარმოებული.

„აქ წარმოდგენილი გამაოგნებელი ყველა სისტემაა, რომელიც განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, ხომალდსაწინააღმდეგო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლონური წარმოების. უზარმაზარი სურვილი და მზაობა აქვთ, რომ საქართველოსთან გააღრმაონ ურთიერთობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ კომპანიასთან უკვე დაწყებული აქვს თანამშრომლობა, მაგრამ მეტია საჭირო, ყველამ კარგად ვიცით და უკრაინის ომმა აჩვენა, როგორი სანდრო პარტნიორია პოლონეთი, როგორი სანდო და ერთგული მეზობელია. შესაბამისად, როგორც კი ჩამოვალ თბილისში ვიქნები ერთ-ერთი აქტიური ლობისტი, რომ პოლონეთის სამხედრო სამრეწველო კომპანიასთან საქართველომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში სამხედრო მრეწველობის განვითარების სფეროში გააღრმაოს ურთიერთობა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში, სეიმის ვიცე მარშალის მიწვევით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო