გორში მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემების დანერგვა იგეგმება

გორში, პოლონეთის მთავრობისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) - ს მხარდაჭერით, მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემები დაინერგება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტის (EIO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს (EECG) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს ის საზოგადოებრივი ობიექტები, სადაც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მოწყობა იგეგმება.

„ძალიან მიხარია, რომ გორი ერთ-ერთია საქართველოს იმ ხუთ ქალაქს შორის, სადაც აღნიშნული პროექტი ხორციელდება. როგორც ვიცი, პროექტი ასევე ითვალისწინებს კერძო სექტორის წახალისებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, იგეგმება დაფინანსების გზების მოძიებაც. გორის მერია გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას", - აღნიშნა შეხვედრაზე გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

მზის სისტემების დანერგვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი პროექტის „საქართველოს რეგიონებისა და თემების გადასვლა მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის" ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ხუთ ქალაქში (ჩოხატაურში, გორში, ქუთაისში, ფოთში და ზუგდიდში) მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემების დანერგვა მუნიციპალურ ეკონომიკის დონეზე.

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის მიერ და ხორციელდება პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტისა (EIO) და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს (EECG) თანამშრომლობით.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს