ლიზ ტრასმა პრემიერ- მინისტრის პოსტზე პირველი განცხადება გააკეთა და დასახულ ამოცანებზე ისაუბრა

ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერ - მინისტრმა ლიზ ტრასმა ახალ პოსტზე დანიშვნის შემდეგ, თავის პირველი სიტყვა წარმოთქვა, რა დროსაც მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, ბორის ჯონსონს.

„ბორის ჯონსონმა უზრუნველყო Brexit, COVID-ის ვაქცინის შექმნა და წინ აღუდგა რუსეთის აგრესიას. ის ისტორიაში დარჩება, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ტრასმა.

მანვე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს წინაშე დგას გლობალური გამოწვევები, რომლებიც გამოწვეულია უკრაინაში რუსული აგრესიით და COVID-ის პანდემიის შედეგებით, მაგრამ პირობა დადო, რომ „ბრიტანეთს გადააქცევს ქვეყნად კარგად ანაზღაურებადი სამუშაოებით, უსაფრთხო ქუჩებით, ქვეყნად, სადაც ყველას აქვს ის შესაძლებლობები, რასაც იმსახურებს".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა