ანტონიო გუტერეში ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას ითხოვს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას ითხოვს, რაც რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანას გულისხმობს.

გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მხარდაჭერა გამოხატა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების მიმართ, რომელიც სააგენტოს მისიის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა.

გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ პირველ რიგში, რუსულმა და უკრაინულმა ძალებმა ელექტროსადგურის გარშემო ყველა სამხედრო ოპერაცია უნდა შეწყვიტონ.

“მეორე ნაბიჯი დემილიტარიზებული პერიმეტრის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფა უნდა იყოს. კონკრეტულად, ეს მოიცავს რუსეთის ძალების ვალდებულებას, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ამ პერიმეტრიდან“, - აღნიშნა გუტერეშმა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გუშინ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სააგენტო "სერიოზულად შეშფოთებულია" ელექტროსადგურზე არსებული "უპრეცედენტო" სიტუაციით და ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად დროებითი ზომების მიღებას ითხოვს.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს