ჯო ბაიდენი და ლიზ ტრასი რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს, ლიზ ტრასს, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს პირობა დადეს, რომ გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით თანამშრომლობას გააღრმავებენ.

„მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გაღრმავებას და მჭიდრო თანამშრომლობას გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის მიმართ მუდმივ მხარდაჭერაზე, რადგან ის თავს იცავს რუსული აგრესიისგან“, - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენმა და ტრასმა განიხილეს ნატო-ში თანამშრომლობის გაღრმავება და აშშ-ავსტრალია-ბრიტანეთის უსაფრთხოების შეთანხმება, რომელსაც გასულ წელს მოეწერა ხელი.

„ლიზ ტრასი მოუთმენლად ელის პრეზიდენტ ბაიდენთან მჭიდრო თანამშრომლობას საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად, განსაკუთრებით პუტინის ომის შედეგად გამოწვეულ ექსტრემალურ ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს