თორნიკე შარაშენიძე - ივანიშვილი ისეთი ფრთხილია, მგონი, 90-იან წლებში გადახდილი ქვითრები აქვს შენახული - ვიღაცამ "ბორენკა" რომ დაუძახა ამის გამო დაასანქცირებენ?

ბიძინა ივანიშვილმა რატომ უნდა დაისანქციროს თავი ამ ასაკში, როდესაც პენსიაზე გასვლას ფიქრობს? თუ რამეს აფუჭებს, კვალს შლის - ვიღაცამ „ბორენკა“ რომ დაუძახა ამის გამო დაასანქცირებენ?- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

როგორც შარაშენიძე განმარტავს, 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება 1 წელი ეძებდა მასზე კომპრომატს, თუმცა „კვალი არ დატოვა“.

„ივანიშვილს კარგად ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ სად და როგორ გადარჩა, როგორც ჩანს, ძალიან ფრთხილია. რატომ უნდა დაისანქციროს თავი ამ ასაკში, როდესაც პენსიაზე გასვლას ფიქრობს? რატომ უნდა ჩაიდინოს ისეთი სისულელე, რომ ვიღაცას საბაბი მისცეს რომ სანქცია დაადონ? ისეთი ფრთხილია შარში არ ჩაიგდებდა თავს. მგონი, 90-იან წლებში გადახდილი ქვითრები აქვს შენახული. არ მგონია, რომ ასე მარტივად დასანქცირდეს. შვეიცარიის ბანკთან აშკარად იგებს პროცესს. არ ჩანს, რომ ღიად აქვს დარღვევა. თუ რამეს აფუჭებს, კვალს შლის. წლებია გვესმის, რომ არიქა, უნდა დასანქცირდეს. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება ერთი წელი ეძებდა მასზე კომპრომატს. მაშინ კვალი არ დატოვა. ერთია სადღაც სიაში ჩასვეს, ფაქტი რა არის მის წინააღმდეგ? ვიღაცამ "ბორენკა" რომ დაუძახა ამის გამო დაასანქცირებენ?“- აღნიშნავს შარაშენიძე.

გარდა ამისა, მან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მმართველ გუნდზეც ისაუბრა.

“სულ რევოლუციაზე საუბარი მმართველ პარტიას ხელში იმ არგუმენტს აძლევს, რომ ამათ{ ნაციონალურ მოძრაობას} არ უნდა პოლარიზაციის დასრულება. იმუქრებიან, ქუჩაში გადიან და ხელისუფლების დამხობა უნდათ. ამაშია საქმე, მთავარი ოპოზიციური პარტია უნდა ჩამოყალიბდეს 2003 წლის დღის წესრიგით ცხოვრობენ, თუ შედიან ამ თამაშის წესებში. მათი რადიკალური განცხადებები ხელს აძლევს მმართველ პარტიას. რიგგარეშე არჩევნებით რის მიღწევას აპირებენ ყველამ იცის.

მმართველი პარტია ცდილობს იპოვოს ბალანსი ომის თავიდან აცილებასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის. ეს ბალანსი ხან ირღვევა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალური დღის წესრიგი აქვთ, რადგან ლიდერი ჰყავთ ციხეში. მათი მომხრეების უმრავლესობა რადიკალურად არის განწყობილი, 2013 წლის დღის წესრიგით ცხოვრობს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ნიკა მელიაც იძულებულია გამოვიდეს და ანგარიში გაუწიოს ამ განწყობებს. უნდათ დუღილის ტემპერატურა აწიონ მხარდაჭერა რომ ჰქონდეთ რაღაც დონეზე. ეს ორი წამყვანი პარტია თავისი დღის წესრიგებიდან გამომდინარე რაღაც დონეზე ამ პერსპექტივას აზიანებს. არამგონია, მრავალი წლით დაიხუროს ევროპა“, - აღნიშნავს შარაშენიძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია