მამუკა გამყრელიძე - ხელისუფლების ხელშია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ყველა გასაღები, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ გეგმამ შარლ მიშელის დოკუმენტის ბედი გაიზიაროს

ხელისუფლების ხელშია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ყველა გასაღები, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ გეგმამ შარლ მიშელის დოკუმენტის ბედი გაიზიაროს,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ხელისუფლებამ ასოცირების საბჭოს შეხვედრებიდან და ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებიდან მხოლოდ სათავისო დასკვნები გამოიტანა.

„პასუხისმგებლობის სრულად გადანაწილება ოპოზიციაზე იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია უმცირესობაშია და არ გააჩნია არანაირი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ზემოქმედება მოახდინოს ხელისუფლებაზე და აიძულოს 12 პუნქტის შესრულება, მინიმუმ უცნაურია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანმა გეგმამ შარლ მიშელის დოკუმენტის ბედი გაიზიაროს.

ბრიუსელში ჯოზეფ ბორელის და ოლივერ ვარჰეის მიერ გაკეთებული განცხადებები ხელისუფლებამ ისე გაიგო, როგორც მას აწყობს - ის, რომ 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებაში პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრება ხელისუფლებას და ოპოზიციას, არასწორია. ევროპარლამენტარების მოწოდებების მთავარი შინაარსი საქართველოში პოლარიზაციის დასრულება და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობაა, რათა მოხდეს 12- პუნქტიანი გეგმის შესრულება. ვარჰეიმ ღიად თქვა, რომ ამ 12 პუნქტის შესრულების გარეშე შეუძლებელი იქნება სტატუსზე საუბარი.

იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია უმცირესობაშია და არ გააჩნია რეალური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ აიძულოს ხელისუფლებას 12 პუნქტის შესრულება და ამავე დროს ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, ეს პუნქტები შესრულდეს, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?!

ხელისუფლება ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას პარლამენტში. მან აართვა ოპოზიციას ყველა შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება პროცესზე, არ იღებს ოპოზიციის არც ერთ შეთავაზებას და ინიციატივას, საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე დაძლია პრეზიდენტის ვეტო მოსმენების კანონთან დაკავშირებით და არ ასრულებს ვენეციის კომისიის მოთხოვნებს, ბლოკავს სასამართლო რეფორმას, ხელს უშლის თავისუფალ მედიას, უარს ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, რაც თავისთავად უსვამს ხაზს უკიდურეს პოლარიზაციას და აბსოლუტურად გამორიცხავს თანამშრომლობის რაიმე შესაძლებლოებებს.

თუ ხელისუფლება არ შეცვლის ამ პოლიტიკას, მომავალში აზრს კარგავს ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში. ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ უნდა იყოს პარლამენტში სტატისტის როლში, რომ ევროპარლამენტის მოთხოვნები შესრულდეს?! სამწუხაროდ, ევროპარლამენტარებს ამ ვითარების დანახვა უჭირთ, ამიტომაც საუბრობენ ოპოზიციის და ხელისუფლების თანაბარ პასუხისმგებლობაზე.

ხელისუფლება, რომელიც სრულ იგნორირებას უკეთებს ოპოზიციას, პრეზიდენტს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, საზოგადოებას, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ყველა გასაღებს თავად ფლობს, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მხოლოდ მას აკისრია. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ახლა ვერ მოვახერხეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, შეიძლება ძალიან დიდი ხნით დაიხუროს ჩვენთვის ევროპის კარი, მაგრამ აქ თავისთავად ჩნდება კითხვა, იქნებ და სწორედ ეს არის ხელისუფლების მიზანი? - აცხადებს მამუკა გამყრელიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს