იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის და მიზნის მიღწევამდე არ შევჩერდეთ

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი "კრიტიკულ ფაზაში შედის" და სამხედრო ალიანსის წევრებს მძიმე ზამთარი ელოდებათ, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ელექტროენერგიის გათიშვა, შეფერხებები და სამოქალაქო არეულობის საშიშროება.

„ზამთარი მოდის და რთული იქნება. მძიმე უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის და მძიმე მათთვის, ვინც მათ მხარს უჭერს. ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა სერიოზულ გამოცდას გაივლის, რადგან ოჯახები და ბიზნესი განიცდიან რუსეთის სასტიკი შეჭრის შედეგად გამოწვეულ ფასების ზრდას ენერგორესურსებზე და ცხოვრების ხარჯების ზრდას, მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ტირანიას და მიზნის მიღწევამდე არ შევჩერდეთ“, - წერს სტოლტენბერგი Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მისი თქმით, დასავლეთი ბევრად უფრო მაღალ ფასს გადაიხდის, თუ რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები დაიჯერებენ, რომ მათ შეუძლიათ შეიჭრან მეზობლების ტერიტორიაზე და დაუსჯელად დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი.

„ჩვენ ნამდვილად ვიხდით ფასს უკრაინის მხარდაჭერისთვის. მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ითვლება დოლარებში, ევროში და ფუნტებში, ხოლო უკრაინელები იხდიან თავიანთი სიცოცხლით და ყველა ჩვენგანი გადაიხდის ბევრად უფრო მაღალ ფასს, თუ რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები დაიჯერებენ, რომ მათ შეუძლიათ შეიჭრან მეზობლების ტერიტორიაზე და დაუსჯელად დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა იქნება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიულ ქვეყანას ევროპის გულში”, - წერს სტოლტენბერგი.

მისი თქმით, ნებისმიერი წარმატებებით გათამამებულმა რუსეთმა, შეიძლება გარისკოს შემდგომი აგრესია სხვა მეზობლების წინააღმდეგ და ნატო-ს მოკავშირეებზე თავდასხმაც კი.

“ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით უკრაინის მხარდაჭერისთვის, ასევე სარგებლობს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს ქვეყნის რუკიდან წაშლა და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის გადაწერა. რუსეთს დროებით აქვს ოკუპირებული უკრაინის 20 პროცენტი, რაც ოთხჯერ აღემატება ბელგიას, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის ნახევარია. ნებისმიერი წარმატებებით გათამამებულმა რუსეთმა შეიძლება გარისკოს შემდგომი აგრესია სხვა მეზობლების წინააღმდეგ და ნატო-ს მოკავშირეებზე თავდასხმაც კი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, წინ რთული დროა, მაგრამ აუცილებელია „ზამთრის ომისთვის“ მომზადება და საქმის ბოლომდე მიყვანა.

„წინ რთული დრო გველოდება, მაგრამ სირთულეების წინაშე ადრეც ვმდგარვართ. ჩვენი ფასეულობების არდაცვის საფასური ყოველთვის უფრო დიდია. უკრაინის და ჩვენი მომავლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის და მიზნის მიღწევამდე არ შევჩერდეთ“, - წერს სტოლტენბერგი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს