იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვიხდით ფასს უკრაინის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ის გამოხატულია დოლარებსა და ევროებში, ხოლო უკრაინელები იხდიან თავიანთი სიცოცხლით - ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ამ დემოკრატიულ ქვეყანას ევროპის გულში

თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა იქნება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიულ ქვეყანას ევროპის გულში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

მისი თქმით, ფასი, რომელსაც დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერისთვის იხდის, დოლარებით, ევროებით და გირვანქა სტერლინგებით ითვლება, უკრაინელები კი საკუთარი სიცოცხლით იხდიან.

„ჩვენ ნამდვილად ვიხდით ფასს უკრაინის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ითვლება დოლარებში, ევროებში და გირვანქა სტერლინგებში, ხოლო უკრაინელები იხდიან თავიანთი სიცოცხლით და ყველა ჩვენგანი გადაიხდის ბევრად უფრო მაღალ ფასს, თუ რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები დაიჯერებენ, რომ მათ შეუძლიათ შეიჭრან მეზობლების ტერიტორიაზე და დაუსჯელად დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა იქნება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიულ ქვეყანას ევროპის გულში“, - წერს სტოლტენბერგი.

მისი თქმით, ნებისმიერი წარმატებებით გათამამებულმა რუსეთმა, შეიძლება გარისკოს შემდგომი აგრესია სხვა მეზობლების წინააღმდეგ და ნატო-ს მოკავშირეებზე თავდასხმაც კი.

„ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით უკრაინის მხარდაჭერისთვის, ასევე სარგებლობს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს ქვეყნის რუკიდან წაშლა და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის გადაწერა. რუსეთს დროებით აქვს ოკუპირებული უკრაინის 20 პროცენტი, რაც ოთხჯერ აღემატება ბელგიას, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის ნახევარია. ნებისმიერი წარმატებებით გათამამებულმა რუსეთმა შეიძლება გარისკოს შემდგომი აგრესია სხვა მეზობლების წინააღმდეგ და ნატო-ს მოკავშირეებზე თავდასხმაც კი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, წინ რთული დროა, მაგრამ აუცილებელია „ზამთრის ომისთვის“ მომზადება და საქმის ბოლომდე მიყვანა.

„წინ რთული დრო გველოდება, მაგრამ სირთულეების წინაშე ადრეც ვმდგარვართ. ჩვენი ფასეულობების არდაცვის საფასური ყოველთვის უფრო დიდია. უკრაინის და ჩვენი მომავლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის და მიზნის მიღწევამდე არ შევჩერდეთ“, - წერს სტოლტენბერგი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო