ირაკლი კობახიძე „მოსმენების“ შესახებ კანონზე - ჩვენ არ გვქონდა სხვა ალტერნატივა - ნული სამართლებრივი არგუმენტაცია ამ კანონის წინააღმდეგ, ამიტომ იქნა ვეტო დაძლეული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მოსმენების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ ოპოზიციას „ნული სამართლებრივი არგუმენტაცია“ ჰქონდა და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული დოკუმენტი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

„არავითარი რაიმე მყარი, ძლიერი არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან კანონიერი მოსმენების თემასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და ამაზე აბსოლუტურად ვერავინ ვერაფერი თქვა. რამდენიმე ოპოზიციონერის გამოსვლა მოვისმინე - სრული აბსურდი იყო, რასაც ამბობდნენ. ნული სამართლებრივი არგუმენტაცია - უბრალოდ ცარიელი სიტყვები და ზოგადი საუბარი გაუგებარ თემებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვქონდა სხვა ალტერნატივა - ნული სამართლებრივი არგუმენტაცია ამ კანონის წინააღმდეგ, ამიტომ ვეტო დაძლეულ იქნა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა.

მიღებული კანონპროექტით, სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი იზრდება, რომელთა მიმართებაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები. გარდა ამისა, მიღებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, განუსაზღვრელი დროით შეიძლება გადავადდეს.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად