ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - „მგლის თავზე სახარების კითხვას“ ჰგავს, გამოდიან და პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს - ვადამდელი არჩევნები, აქციები

ხალხს პირველ პუნქტად ეუბნებიან, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს დეპოლარიზაცია და „მგლის თავზე სახარების კითხვას“ ჰგავს, ესენი გამოდიან და პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს - ვადამდელი არჩევნები, აქციები და ა.შ., - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას ეხება.

მისი შეფასებით, ნიკა მელიამ რადიკალური მესიჯებით პარტიის შიგნით საკუთარი პოზიციების გამაგრება სცადა, თუმცა საკუთარი მოთხოვნის თავადაც არ სჯერა.

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობით. ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები და ყველას მოვუწოდეთ ჩართვისკენ. ისინი თუ არ ერთვებიან რა ვქნათ, ვერც დეპოლარიზაცია განხორციელდება ცალმხრივად, ვერც ვაიძულებთ ვინმეს, რომ ჩაერთონ. დემოკრატიაა. ვიღაცას არ უნდა ევროინტეგრაცია. „ნაცმოძრაობას“, როგორც ვაშაძეს აშკარად არ უნდა 12 პუნქტის შესრულება, დემოკრატიაა და შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი საგარეო პოლიტიკური არჩევანი, მაგრამ ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება და მათ ეშინიათ ამის, რომ ჩვენ ქულებს დავიწერთ კანდიდატის სტატუსს თუ მოგვანიჭებენ და ა.შ. ეშინოდეთ, აქვთ საკუთარი არჩევანი, დემოკრატიის ნაწილია ეს ყველაფერი.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს - ხალხს პირველ პუნქტად ეუბნებიან, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს დეპოლარიზაცია და მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, ესენი გამოდიან და პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს - ვადამდელი არჩევნები, აქციები და ა.შ. ეს არის მათი არჩევანი, არ სურთ არც დეპოლარიზაცია, არც 12 პუნქტის შესრულება, რადგან მათ ეშინიათ 12 პუნქტის შესრულების. ჰგონიათ, რომ თუ მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვეწერება ქულები და შესაბამისად მათ დააკლდება. დარჩნენ ამ შიშში და იყვნენ თავის ადგილზე, დემოკრატიაა და მათი არჩევანია.

არჩევნები იქნება 2024 წელს. თვითონ არ სჯერათ საკუთარი მოთხოვნის. გამოვიდა ნიკა მელია, აქვთ შიდა პრობლემები, რაც „ფეისბუქშიც“ ჩანს ძალიან მკაფიოდ და რაღაც რადიკალური მესიჯებით სცადა, რომ გაემაგრებინა პარტიის შიგნით საკუთარი პოზიციები, მაგრამ საკუთარი მოთხოვნის, რომ არ სჯეროდა ეს ნათლად ჩანდა. მთავარი პრობლემა რა არის მათი? ეს არის საზოგადოების მხარდაჭერის არქონა, ანუ ხალხი მათ არ უჭერს მხარს და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერ იქნება წარმატებული ვერცერთ მოთხოვნა, რომელსაც ისინი დააყენებენ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ვერც აქციები იქნება წარმატებული. ბოლო არჩევნებში ჩვენ ავიღეთ 47%, რაც არის დემოკრატიაში სასწაული შედეგი, როდესაც მმართველი პარტია 8 წლის თავზე იღებს 47%-ს ეს არის მართლაც ის შედეგი, რომელიც ბევრ რამეს აჩვენებს, მათ შორის იმას, თუ რამდენად ნეგატიურად არის საზოგადოების უდიდესი ნაწილი განწყობილი იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ , რომელმაც ქვეყანას მოუტანა ტერიტორიების დაკარგვა, წამება და ათასი უბედურება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო