ხატია დეკანოიძე - თუ რეფორმები არ იქნება, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, სწორედ ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ევროკავშირმა ხელისუფლებას დააკისრა

თუ რეფორმები არ იქნება, საქართველო დაზიანდება და ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მთელი პასუხისმგებლობა, სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან ჯოზეფ ბორელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

რაც შეეხება ინკლუზიურ ჩართულობას, რის აუცილებლობაზე ასევე ისაუბრა ჯოზეფ ბორელმა, დეკანოიძის თქმით, ოპოზიცია ყველა საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო, ადამიანის უფლებები, ომბუდსმენი და დემოკრატიის და კანონის უზენაესობის საკითხები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის შეშფოთების საგანი ევროკავშირში და თუ ამ საკითხებზე რეფორმები არ იქნება, რაც არის 12 პუნქტიანი გეგმა, რა თქმა უნდა, საქართველო დაზარალდება და ვერ მიიღებს სტატუსს, მთელი პასუხისმგებლობა სწორედ ამიტომ ევროკავშირმა დააკისრა საქართველოს ხელისუფლებას. მინდა ვთქვა, რომ ინკლუზიურ ჩართულობას და მათ შორის, ოპოზიციის ჩართულობას ჩვენ ვხედავთ დღეს, პარლამენტის სასესიო დარბაზში წარმოდგენილნი ვართ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია, კომიტეტებზე ვესწრებით ყველა განხილვას, შევადგინეთ ჩვენი კანონპროექტების ნუსხა, რომელსაც დავაყენებთ კომიტეტებზე, ეს არის ის ინკლუზიური პროცესი, რომელზეც ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია ყველა განხილვაში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე",- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისათვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იპოვონ ერთობლივი მუშაობის გზა და ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ყველა პოლიტიკური პარტიის საქმეა. მანვე ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საზოგადოების ყველა აქტორის წინაშე მდგარი ამოცანაა, თუმცა, რა თქმა უნდა, „მმართველ პარტიას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა“.

მისივე თქმით, რამდენიმე საკვანძო სფეროზე საქართველოს მუშაობამ ბოლო დროს გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.

"მე გავუზიარე ჩვენი შეფასება [პრემიერ ღარიბაშვილს] რამდენიმე საკვანძო სფეროზე, სადაც საქართველოს მუშაობამ ბოლო დროს გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, როგორიცაა სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ზეწოლის გაზრდა დამოუკიდებელ ზედამხედველობის ინსტიტუტებზე და ოპოზიციურ მედიაზე. ეს სფეროები არის საკვანძო, როდესაც საქმე ეხება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს და ჩვენ იმედი გვაქვს საქართველო ძალისხმევას გაიღებს, რომ აღმოფხვრას ხარვეზები“, - განაცხადა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო