ხატია დეკანოიძე - ლაშა თორდიასთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა

ლაშა თორდიასთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება ნიშანდობლივია და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ოთარ ფარცხალაძე დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში თავისუფალია.

„ეს მიუთითებს, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, რომელიც რეალურად დაიცავს ადამიანის უფლებებს, ასევე ადასტურებს, რომ ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატის შემქმნელი ოთარ ფარცხალაძე დღეს საქართველოში ამ კლეპტოკრატიული რეჟიმის პირობებში თავისუფალია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებით, აშშ-ში მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

„ოთხწლიანი პროცესის ბოლოს მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი!“ -წერს თორდია.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი 2017 წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებდა.

2021 წელს "შაბათის ფორმულასთან" ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ საქართველოში მას დევნიდნენ, ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის სიცოცხლით, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო