ვიოლა ფონ კრამონი - იმის მიუხედავად, რას ფიქრობთ გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის საქართველოს დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითია

მიუხედავად იმისა, რას ფიქრობთ გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის არის საქართველოში დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გვარამიასთან შესვლის ნებართვა სთხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთავარი მოთხოვნაა 12-პუნქტიან რეკომენდაციებში. მიუხედავად იმისა, რას ფიქრობთ გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის არის საქართველოს დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობისთვის გვარამიასთან შესვლის ნებართვა ვთხოვე. არგასაკვირად, პასუხი არაადეკვატური/პასუხი არ არის“, - წერს ევროპარლამენტარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო