ოლექსი დანილოვი - უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს თავდასხმის სურვილი და კბილები, რომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საერთოდ ვინმეს უკბინოს

ეს ომი მარტივი ომი არ იქნება, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, მაგრამ სწრაფი გამარჯვება არ იქნება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„ვისურვებდი, არ დაგეთანხმოთ, როცა ამბობთ, რომ ამ აგრესორს წლების განმავლობაში უნდა ვებრძოლოთ. ამ შემთხვევაში უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩემი პროგნოზი მაქვს, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ბრძოლა. იცით, ამასთან დაკავშირებით ძალიან სიფრთხილეს ვიჩენ. ვამბობ, პირველი: ეს მარტივი ომი არ იქნება; მეორე - გამარჯვება ჩვენი იქნება; მესამე - სწრაფი გამარჯვება არ იქნება, მაგრამ წლები ნამდვილად არ იქნება, როგორც ახლა ამბობთ”, - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, საჭიროა ისე მოქმედება, რომ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს „საერთოდ არ ჰქონდეს სურვილი... პირში კი - კბილები, რომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საერთოდ ვინმეს უკბინოს“.

დანილოვს მიაჩნია, რომ უკრაინა „ამას აუცილებლად გააკეთებს“, შემდეგ კი ყველა მშვიდად იქნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო