შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია.

უწყების ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს 5 პირი: 1980 წელს დაბადებული დ.ბ., 1997 წელს დაბადებული ს.კ. ასევე წარსულში ნასამართლევები: 1982 წელს დაბადებული ა. ხ., 1966 წელს დაბადებული მ.გ. და 1979 წელს დაბადებული თ.გ., ხოლო 1987 წელს დაბადებულ, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.გ.-ს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მცდელობაში.

„შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 7 პირი: 1980 წელს დაბადებული ზ.ხ., 1986 წელს დაბადებული გ.ლ. ასევე, წარსულში ნასამართლევები - 1957 წელს დაბადებული კ.კ., 1965 წელს დაბადებული ო.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.გ., 1981 წელს დაბადებული ნ.მ. და 1971 წელს დაბადებული ა.ჯ.

ნარკოტიკების უკანონო რეალიზაცია ედება ბრალად ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ, 1965 წელს დაბადებულ ა.მ.-საც.

რაც შეეხება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ, 2000 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ქ.-სა და 1998 წელს დაბადებულ ქ.ე.-ს, მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული.

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ.

პოლიციამ ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკები.

დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: 626 აბი "სუბოტექსი", 220 აბი "მეტადონი", 150 გრამი “კოკაინი”, 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ე.წ. “სირეცი”, 565 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი", ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი 418 აბი, 195 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა" და ნარკოტიკული საშუალება "ლიზერგიდი" (LSD).

გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით, მე-7 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით, 19-261-ე მუხლის მე-4 ნაწილით“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა