ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის თავიანთ ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩასულ მოქალაქეებს თავიანთი ქვეყნების ტერიტორიებზე შესვლა შეუზღუდონ, - ამის შესახებ აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა იმედოვნებს, რომ შესვლის აკრძალვა სექტემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება, მას შემდეგ რაც ახალ წესს მთავრობები ოფიციალურად დაამტკიცებენ.

"ბოლო რამდენიმე კვირაში და თვეში მკვეთრად გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების მიერ საზღვრის გადმოკვეთა, რომლებსაც შენგენის ვიზა აქვთ. ეს ხდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხი, ეს ასევე მორალური და პოლიტიკური ხასიათის საკითხიცაა", - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა.

ქვეყნები უკან დააბრუნებენ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვისაც ევროკავშირის შენგენის ღია სასაზღვრო ზონაში შესასვლელი ვიზა აქვს. გამონაკლისი შეეხებათ ჰუმანიტარული და ოჯახური მიზეზების გამო შესვლის მსურველებს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებსა და დიპლომატებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს