მიხეილ სარჯველაძე - მადლობას ნამდვილად ვერ ვეტყვი, მაგრამ არც საჭიროებას ვხედავ დავით არახამიას დახმარების - არ მგონია, რომ ქართველებმა უნდა მოვაცდინოთ ეს ბატონი

მადლობას ნამდვილად ვერ ვეტყვი, მაგრამ არც საჭიროებას ვხედავ არახამიას დახმარების - არ მგონია, რომ ქართველებმა უნდა მოვაცდინოთ ეს ბატონი, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან დავით არახამიას განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება.

მისივე თქმით, არახამიას არა ქვეყნის დახმარება, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა სურს.

„არც ის მგონია, რომ ქართველებმა უნდა მოვაცდინოთ ეს ბატონი, რომ საკუთარი ქვეყნის საქმეებს მოცდეს და ჩვენი საქმეებით იყოს დაკავებული, იმის მიუხედავად, როგორი განწყობაც არ უნდა ჰქონდეს და იმის მიუხედავად, რომ დროს ნახულობდეს, საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვის ნაცვლად, ჩვენი ქვეყნის პრობლემებით იყოს დაკავებული, მოკლედ რომ შევაჯამოთ, პასუხი არის - არა, არც უზრდელი, არც ზრდილობიანი, უბრალოდ - არა,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს მიერ სასანქციო სიის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

„როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით“, - განაცხადა არახამიამ.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად