ლევან ბეჟაშვილი - სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურასთან მიმართებით, ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოვიჩინეთ

სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურასთან მიმართებით, ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოვიჩინეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილმა განმარტა, თუ რატომ დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმა მხარი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტს.

"რადგან ერთია ამ საკითხის სამართლებრივი მხარე, სადაც ბუნებრივია, შემოთავაზებული პროცედურა შესაბამისი შეიძლება იყოს საერთაშორისო მოთხოვნების, მათ შორის მოქმედი სახალხო დამცველის ანგარიშის, თუ როგორ უნდა ხდებოდეს კანდიდატის შერჩევა, მეორეა ის პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც ოპოზიციას აქვს "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობაში. ამიტომ ჩვენ პირველი მოსმენით დავუჭირეთ მხარი ამ პროცედურის სამართლებრივ მხარეს, იმავდროულად მნიშვნელოვანი იქნება, ის 9 წევრიანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნდა შეირჩეს არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან, ვნახოთ, ვინ მოიაზრება მათში, ეს წარმოაჩენს, რამდენად გულწრფელი შეიძლება იყოს "ქართული ოცნება" ამ პროცედურასთან დაკავშირებით, ამიტომ მეორე მოსმენისთვის გვრჩება სივრცე, ვაწარმოოთ კონსულტაციები და გავიგოთ, რა განზრახვით არის შემოთავაზებული ეს ცვლილებები,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კენჭისყრის პროცედურის დროს, პლენარულ სხდომას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 19 წევრი ესწრებოდა, რომელთაგან 6-მა ინიცირებულ პროექტს ხმა მისცა.

რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი „ლელოს“ დეპუტატებმა და პარლამენტის ექვსმა უფრაქციო წევრმა დაუჭირეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო