ალბანეთმა მასშტაბური კიბერშეტევის გამო ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

ალბანეთმა მასშტაბური კიბერშეტევის გამო ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ირანის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ გამოძიებას "უდავო მტკიცებულება" აქვს, რომლის მიხედვითაც 15 ივლისს, ირანმა ოთხი ჯგუფი დაიქირავა ალბანეთზე თავდასხმის განსახორციელებლად.

ჰაკერები ცდილობდნენ საჯარო სერვისების პარალიზებას, სამთავრობო მონაცემების წაშლასა და მოპარვას, ისევე როგორც ქაოსის დათესვას.

მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოეხმაურა, რომელმაც მკაცრად დაგმო ნატოს მოკავშირე ალბანეთზე განხორციელებული კიბერთავდასხმა და პირობა დადო, რომ ირანს პასუხს აგებინებს იმ ქმედებებისთვის, რომლებმაც საფრთხე შეუქმნა ალბანეთის უსაფრთხოებას.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ოფიციალურ ტირანასა და თეირანს შორის ურთიერთობები დაძაბულია მას შემდეგ, რაც ალბანეთმა ათასობით ირანელ დისიდენტს თავშესაფარი შესთავაზა.

ალბანეთის პრემიერის თქმით, ჰაკერებმა “მიზანს ვერ მიაღწიეს, ყველა სისტემა სრულად მუშაობას დაუბრუნდა და არ მომხდარა მონაცემების შეუქცევადი წაშლა”.

ალბანეთის ლიდერმა დასძინა, რომ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ მისი მთავრობის გადაწყვეტილება პროპორციული იყო იმ საფრთხისა, რომელიც კიბერშეტევამ გამოიწვია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს