ნინო წილოსანი ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - დიდ პატივს ვცემ საელჩოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, აპრიორი ყველა განცხადებას ვთვლი, რომ იყოს ობიექტური

ძალიან დიდ პატივს ვცემ აშშ-ის საელჩოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, აპრიორი ყველა განცხადებას ვთვლი, რომ იყოს ობიექტური, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აშშ-ის საელჩოს მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ნინო წილოსანის განცხადებით, რეგიონში და საქართველოშიც რისკები მომატებულია და სწორედ ამან გააჩინა კანონის მიღების საჭიროება.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საელჩოს, ელჩს და აშშ-ს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ყველა განცხადებას ვთვლი, რომ იყოს ობიექტური ან მთლიანი სურათის შემცველი. ამიტომ, დღეს საზოგადოებას მივაწვდი იმ ინფორმაციას, რომელიც ნამდვილად დაეხმარება, რომ კონკრეტულად ამ კანონთან და ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით შეექმნას შთაბეჭდილება.

აქ არის საუბარი ფარული გამოძიების მექანიზმების გამოყენებაზე, რომელიც ისედაც არსებობდა რიგი მუხლების და რიგი დანაშაულების შემთხვევაში. უბრალოდ მომატებულია რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში საფრთხე და მოდი, შევთანხმდეთ, რომ ყველა საფრთხეზე ვერც სუს-ი, ვერც ჩვენ დეპუტატები და ბევრი ჩვენგანი შეიძლება უშუალოდაც არ ვიცნობდეთ ამ რისკს, რომელიც არსებობს, მაგრამ ეს რისკები ძალიან ბუნებრივია, რომ არსებობს და ამ რისკების უკეთ გადასაზღვევად შემოტანილი იქნა ცვლილება, რომელიც უკვე არსებულ რამდენიმე მუხლთან მიმართებაში, იგივე პრინციპს ფარული საგამოძიებო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ამატებს კიდევ სხვა მუხლებს.

ვერცერთი პროცესი ვერ დაიწყება სასამართლოს გადაწყვეტილების და ნებართვის გარეშე და თუ სხვა შემთხვევაში, რომელიც ჩემი ოპონენტების მიერ იყო ინიცირებული წინა პერიოდში და სასამართლოს ამ უფლებამოსილებას აძლევდა, რომ უსაფრთხოების მიზნებისთვის მიეცა ფარული საგამოძიებო პროცედურების ჩატარების საშუალება და ეს მოდელი მუშაობდა, მაშინ რამდენიმე დანაშაულის დამატების შემთხვევაში აპრიორი რატომ იგულისხმება, რომ აუცილებლად შენი მოქალაქეების უფლებებს არღვევ და არა პირიქით იცავ მათ უსაფრთხოებას?“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, აღნიშნული კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს და უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს