მიხეილ დაუშვილი ომბუდსმენის შერჩევის პროცედურაზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროცედურა იყოს გამჭვირვალე და შერჩევის წესი პარლამენტმა რეგლამენტით დაადგინოს და არა ერთმა კაცმა, ვინც არ უნდა იყოს ის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურა გამჭვირვალე იყოს და შერჩევის წესი პარლამენტმა რეგლამენტით დაადგინოს და არა ერთმა კაცმა.

როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მთავარია კანდიდატი მრავალმხრივი შეთანხმების საგანი იყოს და მრავალმხრივ შეთანხმებაში სამოქალაქო სექტორი უნდა მონაწილეობდეს.

„პირველ მოსმენაზე ჩვენ უარი ვთქვით მხარდაჭერაზე მარტივი მიზეზის გამო. პროცედურა არის ასეთი, პარლამენტის თავმჯდომარე თავისივე ბრძანებით განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელმაც შემდგომ უნდა შეარჩიოს კანდიდატები, რომლებიც პარლამენტს წარედგინებიან ასარჩევად. ჩვენი მთავარი კითხვა და პრობლემა, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რატომ უნდა აირჩიოს პარლამენტის თავმჯდომარემ და თვითონ განსაზღვროს როგორ მოხდეს ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც შერჩევის კრიტერიუმები თავისუფლად შესაძლებელია გაწერილი იყოს არა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში, არამედ პარლამენტის რეგლამენტში.

მე შეიძლება უარი ვთქვა კანდიდატის წარდგენაზე, მაგრამ ისეთი პროცედურა მქონდეს, რომ საერთოდ არ მჭირდებოდეს კანდიდატის წარდგენა და ჩემი კანდიდატი ისეთი გზით მოვახვედრო ამ პროცესში, თითქოს მე არ წარმიდგენია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროცედურა იყოს გამჭვირვალე და შერჩევის წესი პარლამენტმა რეგლამენტით დაადგინოს და არა ერთმა კაცმა, ვინც არ უნდა იყოს ის. ამ პროცედურის შინაარსობრივი ნაწილი რეგლამენტით განისაზღვროს ანუ კანონით განისაზღვროს. თუ პროცედურა გამჭვირვალე გახდება ჩვენთვის პრობლემა არ არის მხარი დავუჭიროთ. მთავარია კანდიდატი იყოს მრავალმხრივი შეთანხმების საგანი. პირველი ამ მრავალმხრივ შეთანხმებაში სამოქალაქო სექტორი უნდა იყოს“,- განაცხადა დაუშვილმა.

მან გადაცემაში ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებაზე, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციას თანმიმდევრულობა სჭირდება.

მისი შეფასებით, ვადამდელ არჩევნებს ხალხი წყვეტს.

„არ შეიძლება დღეს ერთ რაღაცაზე ვესაუბრებოდეთ, ხვალ მეორეზე. თუ თანმიმდევრულობა არ იქნება საზოგადოებას ერთხელ იმედი გაუცრუვდება, მეორედ აღარ გენდობა. შენს სიტყვას ფასი ეკარგება. თუ ვამბობთ, რომ „ოცნების“ სიტყვას ფასი არ აქვს, მნიშვნელოვანია ოპოზიციის სიტყვას გააჩნდეს ფასი. თუ ეს არ იქნება გამოდის, რომ ნორმალურ ალტერნატივას ვერ დაინახავენ მოქალაქეები და ისევ „ქართული ოცნება“ შეგვრჩება ხელში.

იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები ამას, ვერც ნიკა მელია გადაწყვეტს, ვერც სხვა ოპოზიცია თუ პოზიცია, ამას ხალხი წყვეტს. საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა იმისათვის, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მიხვიდე, ან მორიგ არჩევნებამდე რომ მიხვალ, ხელისუფლება შეცვალო.

ვადამდელ არჩევნებს როგორ ატარებენ და რა პრინციპებით ითხოვენ? კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას ემსახურება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა თუ პირიქით ეს ემსახურება იმას, რომ „ქართული ოცნება“ გააძლიერო? არ შეიძლება ერთის მხრივ, ხალხს იმედი გავუცრუოთ და მეორეს მხრივ, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში დავეხმაროთ“,- განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, 88-ხმით ერთხმად - პარლამენტმა, პირველი მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ