პოლიციამ კანადაში, დანით ჩადენილ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი, მაილს სანდერსონი დააკავა.
ადგილობრივი გამოცემა Global News-ის ინფორმაციით, მაილს სანდერსონი დაკავებიდან მალევე, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცავები ჯერჯერობით ეჭვმიტანილის დაღუპვის ფაქტს არ ადასტურებენ.
მანამდე, კანადის პოლიციამ იმ 10 მოკლული პირის სახელი და გვარები გაასაჯაროვა, რომელიც თავდასხმას ემსხვერპლა.
ორშაბათს პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა მაილს სანდერსონის ძმა, დამიენი, რომელიც ასევე ეჭვმიტანილი იყო აღნიშნულ თავდასხმაში.