გაერო - უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანის შესახებ სანდო ბრალდებები არსებობს

გაერო - უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანის შესახებ სანდო ბრალდებები არსებობს

გაერო-ში აცხადებენ, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანის შესახებ სანდო ცნობები არსებობს.

„შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული პროცედურა მიიღო და რომ რუსი ოჯახები ამ ბავშვების შვილად აყვანის უფლებას მიიღებენ“, -განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ილზე ბრენდს კერისმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისივე თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლების გეგმები უკრაინიდან ბავშვების რუსეთის ფედერაციის ოჯახებში გადაყვანის დაშვების თაობაზე, როგორც ჩანს, არ ითვალისწინებს ნაბიჯებს ოჯახის გაერთიანებისთვის ან ბავშვების ინტერესების დაცვის პრინციპის უზრუნველყოფას.