აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი, 675 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება დაამტკიცა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, შეერთებული შტატების „რამშტეინის“ ავიაბაზაზე მოკავშირე ქვეყნების მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დასაწყისში განაცხადა.
მისი თქმით, დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავს ჰაუბიცებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს, მაღალი მობილობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და სხვა.
ოსტინმა განაცხადა, რომ ომში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დგას, რადგან უკრაინული ძალები იწყებენ კონტრშეტევას ქვეყნის სამხრეთით.
„ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის ცხად წარმატებას ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა ოსტინმა. „ომის სახე იცვლება და ასევე იცვლება ამ საკონტაქტო ჯგუფის მისია“, - განაცხადა ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ასევე მოკავშირეთა ქვეყნების სხვა ოფიციალური პირები.
„ჩვენ უნდა შევიცვალოთ ბრძოლის ცვლილების შესაბამისად“, - აღნიშნა ოსტინმა.