დმიტრო კულება - სეპარატისტების ტყვეობაში გარდაცვლილ ბრიტანელ ჰუმანიტარულ მუშაკს სხეულზე სავარაუდოდ, ენით აუწერელი წამების ნიშნები ეტყობა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ბრიტანელ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკს, რომელიც თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაატყვევეს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ტყვეობაში დაიღუპა, „სავარაუდოდ, ენით აუწერელი წამების ნიშნები“ აღენიშნება.

„რუსებმა დააბრუნეს ბრიტანელი ჰუმანიტარული მუშაკის, პოლ არის ცხედარი, რომელიც აპრილში დაატყვევეს და ივლისში „დაავადებებისა“ და „სტრესის“ გამო გარდაცვლილად გამოაცხადეს. სხეულზე სავარაუდოდ ენით აუწერელი წამების ნიშნები ჩანს“, - წერს კულება „ტვიტერზე“.

მისი თქმით, მოქალაქეების დაკავება და წამება არის ბარბაროსობა და საზარელი სამხედრო დანაშაული.

45 წლის პოლ არი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში აპრილში დააკავეს და ომში დაქირავებულ ჯარისკაცად მონაწილეობაში დასდეს ბრალი. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა „ოფიციალურმა პირებმა“ ივლისში განაცხადეს, რომ ის „ქრონიკული დაავადებების" და "სტრესის" გამო გარდაიცვალა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, პოლ არის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„რუსეთის მთავრობა და მისი მარიონეტები აგრძელებენ სისასტიკეს. დამნაშავე პირები პასუხს აგებენ. ამ საშინელ დროს, ჩემი ფიქრები მის ოჯახთან და მეგობრებთანაა“, - განაცხადა ტრასმა.

მისი თქმით, პოლ არი ახორციელებდა "ჰუმანიტარულ სამუშაოს", რათა "დახმარებოდა უკრაინელ ხალხს".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა