ირაკლი კობახიძე ფემიციდთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებაზე - თუ რამე კონკრეტული შეიძლება გაკეთდეს პარლამენტის მიერ მათ შორის კანონის მიღების კუთხით, ნებისმიერ დროს მზად ვართ

თუ რაიმე კონკრეტული შეიძლება გაკეთდეს პარლამენტის მიერ მათ შორის კანონის მიღების კუთხით, ნებისმიერ დროს მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფემიციდთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიერ დღეს, პარლამენტში ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებას.

კობახიძის თქმით, ქალებზე ძალადობის საკითხს უკავშირდება სწორედ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი.

"ამისთვის სტრუქტურებიც არის შექმნილი საქართველოს პარლამენტში, 12 დან ერთ-ერთი პუნქტი უკავშირდება მათ შორის ძალადობის, ფემიციდის საკითხებს, არის გენდერული საბჭო ჩამოყალიბებული, რომელიც აქტიურად მუშაობს როგორც ამ პუნქტზე, ასევე, ზოგადად ამ თემაზე. ჩვენ დაველოდებით ინიციატივებს, თუ რაიმე კონკრეტული შეიძლება გაკეთდეს პარლამენტის მიერ მათ შორის კანონის მიღების კუთხით, ნებისმიერ დროს მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა",- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ქალმა დეპუტატებმა მამაკაც პოლიტიკოსებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდეს პრიორიტეტად გამოაცხადონ ფემიციდის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა. ბრიფინგი ფემიციდის პრობლემასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ, ანა ბუჩუკურმა, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ გამართეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო