მედიის ინფორმაციით, აშშ-ის 2 მილიარდიანი დახმარების პაკეტიდან 1 მილიარდი უკრაინას, დანარჩენი კი 18 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გადაეცემა

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას და რეგიონის კიდევ 18 ქვეყანას 2 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის დამატებით გრძელვადიან სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ დახმარება იმ ქვეყნებს გადაეცემათ, რომლებიც „რუსეთის მომავალი აგრესიის ყველაზე დიდი პოტენციური რისკის ქვეშ დგანან“.

სახელმწიფო დეპარტამენტმა Associated Press-ს განუცხადა, რომ აღნიშნული დახმარებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარი უკრაინას გადაეცემა, დანარჩენი კი ალბანეთს, ბოსნიას, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, ესტონეთს, საქართველოს, საბერძნეთს, კოსოვოს, ლატვიას, ლიეტუვას, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას შორის გადანაწილდება.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დახმარების შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში ვიზიტის დროს გააკეთებს.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით