ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომელსაც ჯეიმს ჯონი ხელმძღვანელობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში. ითქვა, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ და ტურიზმის სექტორის სწრაფმა აღდგენამ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის უზრუნველყოფა. აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოს ექნება გახსნილი, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული მარეგულირებელი ბაზით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა