საპენსიო სააგენტო - საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგები 374 მილიონი ლარია

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა 2019 წლიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით 37.67%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.92% შეადგინა.

მათივე ცნობით, საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 აგვისტოს მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.9% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.1% ლარში.

„საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 6.5% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 8.9% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9.0% გლობალურ აქციებში, 1.0% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 65.9% არის განთავსებული.

2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.62 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 374 მილიონი ლარია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო