აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის უილიამ ბერნსის განცხადებით, რუსეთი „ძალიან მძიმე ფასს" გადაიხდის უკრაინაში ომისთვის.
„არა მხოლოდ რუსული არმიის სისუსტე გამოაშკარავდა, არამედ ამის შედეგად რუსეთის ეკონომიკასა და რუსების თაობებს გრძელვადიანი ზიანი მიადგებათ“, - აღნიშნა ბერნსმა.
ამერიკული მედიის ცნობით, ბერნსმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და ხარკოვში.