მსოფლიო ლიდერები დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურებიან

მსოფლიო ლიდერები დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურებიან.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის ფიქრები ბრიტანეთის მონარქისა და მისი ოჯახისკენაა მიმართული.

„პრეზიდენტისა და პირველი ლედის ფიქრები დღეს დედოფალთან და მის ოჯახთან მტკიცედ არის მიმართული,“ - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

დედოფლის ჯანმრთელობის გაუარესებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანიც. პრესსპიკერის ცნობით, „ანტონიო გუტერეშის ფიქრები ამ დროს დედოფალთან, მის ოჯახთან და გაერთიანებული სამეფოს ხალხთანაა“.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმითაც, მისი ფიქრები და ლოცვები დედოფლისკენაა მიმართული.

"დედოფალი ელისაბედ მეორე წარმოადგენს ევროპის მთელ ისტორიას, რომელიც არის ჩვენი საერთო სახლი ჩვენს ბრიტანელ მეგობრებთან ერთად. ის ყოველთვის გვაძლევდა სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას, მან აჩვენა უზარმაზარი გამბედაობა და ის არის ლეგენდა ჩემს თვალში”, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

აღნიშნულს ასევე გამოეხმაურა კანადის პრემიერი. "ჩემი და კანადელების ფიქრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ დროს მის უდიდებულესობა დედოფალ ელიზაბეტ მეორესთანაა. ჩვენ მას კარგად ყოფნას ვუსურვებთ და სამეფო ოჯახს საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით”, - განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ II შოტლანდიაში, ბალმორალის რეზიდენციაში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც ექიმები მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეაშფოთა. ადგილზე უკვე ჩავიდნენ სამეფო ოჯახის წევრები.

ლონდონში კი, უამინდობის მიუხედავად, ბუკინგემის სასახლის წინ, დედოფლის გულშემატკივრები იკრიბებიან.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო