ლიზ ტრასი დედოფალ ელისაბედზე - ბრიტანეთი მის გამო დღეს დიდებული ქვეყანაა

ბრიტანეთი მის გამო დღეს დიდებული ქვეყანაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა დაუნინგ სტრიტზე, საკუთარ რეზიდენციასთან ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვართ თანამედროვე, წარმატებული, დინამიური ქვეყანა. დედოფალმა ელისაბედ II-მ მოგვცა სტაბილურობა და ძალა, რაც გვჭირდებოდა. არაჩვეულებრივი მიღწევაა 70 წლის განმავლობაში ასეთი ღირსებითა და სათნოებით ხელმძღვანელობა. გაერთიანებულ სამეფოსა და მთელ მსოფლიოში ხალხს ის უყვარდა და მათ აღფრთოვანებას იწვევდა. ის ჩემთვის და მრავალი ბრიტანელისთვის პირადი შთაგონების წყარო იყო”, - აღნიშნა ტრასმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მიმართვა დაასრულა მოსახლეობისადმი მოწოდებით, რომ გაერთიანდნენ ისინი ბრიტანეთის ახალი მეფის, ჩარლზის ირგვლივ.

„ღმერთო დაიფარე მეფე“, - დასძინა ტრასმა.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა