რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი 114 მილიარდ დოლარს აჭარბებს

რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად, უკრაინის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული პირდაპირი ზარალი, 5 სექტემბრის მდგომარეობით 114,5 მილიარდ დოლარს აღწევს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებითა და დაზიანებით მიყენებული ზარალი 1 მილიარდი დოლარით გაიზარდა 30 აგვისტოს შემდეგ.

ზარალის მთლიანი ოდენობის ზრდა დაკავშირებულია დანგრეული და დაზიანებული ობიექტების რაოდენობის ზრდასთან - სამრეწველო საწარმოებს, სოციალურ დაწესებულებებსა და კულტურულ, ტურისტულ და სპორტულ ობიექტებს შორის.

უახლესი მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაზიანდა და განადგურდა 412 სამრეწველო საწარმო, მათ შორის დიდი და საშუალო ობიექტები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში. საწარმოებისა და მრეწველობისთვის მიყენებული ზიანი 9,7 მილიარდ დოლარს აღწევს.

5 სექტემბრის მდგომარეობით, საომარი მოქმედებების გამო დაზიანდა ან განადგურდა 1153 კულტურული, სპორტული და ტურისტული ობიექტი, რაც 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. დანგრეული და დაზიანებული დაწესებულებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მეტად კიევის, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, მიკოლაივის და ზაპოროჟიეს რეგიონები დაზარალდნენ.

მთლიანობაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მინიმუმ 15,3 ათასი მაღალსართულიანი შენობა, 115,9 ათასი კერძო სახლი, 44 სოციალური ცენტრი, 1118 საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება, 1991 მაღაზია, 593 აფთიაქი, 188,1 ათასი კერძო მანქანა, 9, 5. ათასი ავტობუსი, 492 ტრამვაი და ტროლეიბუსი, 978 სამედიცინო დაწესებულება, 511 ადმინისტრაციული შენობა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო