გიორგი კახიანი - ოპოზიცია მხარს უჭერდა სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, თუმცა გადაწყვეტილება ნინო ლომჯარიას განცხადების შემდეგ შეცვალეს

ოპოზიცია ცდილობს, რომ ვალდებულება, რომელსაც ხელისუფლება ასრულებს, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბოლომდე არ არის შესრულებული - ეს იქნება უსუსური მცდელობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია კანონპროექტს მხარს უჭერდა, თუმცა გადაწყვეტილება ნინო ლომჯარიას განცხადების შემდეგ შეცვალეს.

„ოპოზიციამ პირველი მოსმენის დროს მხარი დაუჭირა ცვლილებებს, უფრო მეტიც, მეორე მოსმენის დროს კომიტეტზე მხარი დაუჭირეს, ამის შემდეგ ვნახეთ სახალხო დამცველის განცხადება - ფაქტობრივად, ეს იყო მოწოდება ოპოზიციური ჯგუფების მიმართ, რომ მხარდაჭერა არ ჰქონოდა ამ კანონს და ამის შემდეგ აღარ დაუჭირა ოპოზიციამ მხარი. ალბათ, ეს არის ის მცდელობა, რომ ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სრულდება, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბოლომდე არ არის შესრულებული და გარკვეული ჩრდილი მიადგეს ამ პროცესს. ეს იქნება უსუსური მცდელობა, რადგან კანონპროექტი სრულიად გამართულია და ოპოზიციას კითხვებიც კი არ რჩება. ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკურად არ უჭერენ მხარს და არა იმიტომ, რომ კანონთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, ეს არის აბსურდული, არაადეკვატური და არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან“, - განაცხადა კახიანმა.

ინფორმაციისთვის, ახალი სახალხო დამცველის არჩევის წესსა და პროცედურებთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით - 80 ხმით, ერთხმად მიიღო.

პირველი მოსმენით კენჭისყრისგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და "ლელოს" დეპუტატებმა "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით