აშშ და ევროკავშირი აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთისთვის 5 სამხედრო მოსამსახურის გადაცემას მიესალმებიან

მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი დაკავებული სომეხის გათავისუფლებას ბრიუსელში, 31 აგვისტოს გამართული განხილვის შემდეგ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ყველა განუხორციელებელი ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება მთავარი პრიორიტეტია.

დაკავებული სამხედროების გათავისუფლებას გამოეხმაურა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარიც.

„მისასალმებელია ინფორმაცია აზერბაიჯანის მიერ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლების შესახებ. მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი და ასევე აღსანიშნავია, რომ გადაცემა მოხდა შუამავლების გარეშე“, - წერს კლაარი.

განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებულების გათავისუფლება პოზიტიური მოვლენაა სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისთვის.

„მივესალმებით ცნობებს სომეხი დაკავებულების სამშობლოში დაბრუნების შესახებ, რაც პოზიტიური მოვლენაა სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ყველა დარჩენილი დაკავებული მალე დაბრუნდება სახლში და აზერბაიჯანი და სომხეთი გააგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას ნდობის გასამყარებლად და არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანმა სომხეთს 5 ჯარისკაცი გადასცა. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით, გათავისუფლება მოხდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ბრიუსელში, 31 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე მიღწეული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს