ანდრეი ერმაკი ევროკავშირის მიერ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე - რუსებო, გრძნობთ? ეს საბჭოთა კავშირის ნაფტალინის მყრალი სუნია, სადაც ასე გინდოდათ მოხვედრა

მთელი რუსეთი მალე საბჭოთა კავშირის ნაფტალინის სუნში აღმოჩნდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი წერს, რითაც ის ევროკავშირის მიერ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებას ეხმაურება.

ერმაკი განმარტავს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის სრული სავიზო აკრძალვა, რაც მომავალში აუცილებელია, მაგრამ მაინც კარგი გადაწყვეტილებაა.

„რუსებო, გრძნობთ? ეს საბჭოთა კავშირის ნაფტალინის მყრალი სუნია, რომელშიც ასე გინდოდათ მოხვედრა. მალე მთელი თქვენი ქვეყანა იქ იქნება", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა გადაწყვეტილება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ, რაც გამოიწვევს სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროებას, ვიზის განხილვის დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს