სუს-ის უფროსი - ჩვენი საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა ქვეყანა დატოვეს, ნაწილის მიმართ კი გამოყენებული იქნა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სუს-ის საქმიანობის შედეგად საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა ქვეყანა დატოვეს, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით, გამოყენებული იქნა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები.

როგორც მან პარლამენტში სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი.

„სამსახურის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოს თავდაცვის ძალების და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, მათ წინააღმდეგ მიმართული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან ასარიდებლად. ოპერატიული საქმიანობის პროცესში გამოვლენილი პირების მიმართ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან და მათთან შესაძლო კავშირის დადგენის, ასევე მათი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ქმედებების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს მიმდინარე პროცესების, იდენტიფიცირებული სახიფათო ტენდენციებისა და გამოკვეთილი საფრთხეების შესახებ. სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციით, უსაფრთხოების საკითხებზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობოდა საფრთხეების და რისკების შეფასებასა და დეტალურ ანალიზს. უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დეტალები, სამხედრო საკითხები, პოლიტიკური ძალებისა და მათი ლიდერების საქმიანობა, ეკონომიკური პროექტები, საკანონმდებლო რეფორმები, საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების განწყობები, მიგრაციული პროცესები და სოციალური თემები. საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თავდაცვის სისტემების ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესის მიმართ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა