კელი დეგნანი - მე არ წამიკითხავს The Washington Post-ის სტატია - აშშ არ საუბრობს წინასწარ სანქციებზე

მე არ წამიკითხავს ეს სტატია და ამიტომ ვერ გავაკეთებ მასზე კომენტარს. მე არ უნდა ვაკეთებდე ასეთ კომენტარებს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტის მიერ სანქციებთან დაკავშირებით „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„როგორც უკვე ვთქვი, შეერთებული შტატები არ საუბრობს წინასწარ სანქციებზე, სანქციების პროცესზე. ამაზე გამოცხადდება საჯაროდ თუ ისინი დაწესდება. ამის შემდეგ სანქციებზე ინფორმაცია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მაგრამ, როგორც ვნახეთ, ისინი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, როდესაც ყველა იცავს მათ და ეს არის სანქციების არსი. ამაზე [გამოქვეყნებულ სტატიაზე] კონკრეტული კომენტარი არ მაქვს” - განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ქვეყნები, რომლებიც ამჟამად რუსეთს ეხმარებიან არსებული სანქციების გვერდის ავლაში, უნდა აიძულოს მიმდინარე კონტრაბანდის ოპერაციების შეწყვეტა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო