გრიგოლ ლულუაშვილის მოსმენა პარლამენტში დახურულ ფორმატში გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა დახურული პლენარული სხდომის ფორმატში გრძელდება. პლენარული სხდომის დახურვა ფრაქცია “ქართული ოცნების“ სახელით, ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოითხოვა.

ლილუაშვილმა პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწიული ანგარიში თავდაპირველად ღია სხდომაზე წარუდგინა. მას შემდეგ კი, რაც მისი მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო, მამუკა მდინარაძემ სხდომის დახურვის საკითხი დასვა.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება და მიიღება დახურული წესით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუკი მას მხარს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა დაუჭერს, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო