პაატა მანჯგალაძე - სუს-ის უფროსის მოსმენა დაიხურა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ოცნებას“ ეშინია - უსმენენ სასულიერო პირებს, ელჩებს, პოლიტიკოსებს, უბრალო ადამიანებს საძინებელში, ამ საკითხზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?

ის, რომ სუს-ის უფროსის მოსმენა დაიხურა, მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია, ბევრ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ აქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საიდუმლო კითხვები არ არსებობს, ხოლო მთავარი კითხვა, რაც ლილუაშვილთან ჰქონდა, ტოტალურ მოსმენებს უკავშირდება.

„ის, რომ სუს-ის უფროსის მოსმენა დაიხურა, მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია, ბევრ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ აქვს და არა იმაზე, რომ განსაკუთრებულ საიდუმლო ინფორმაციაზე აპირებენ საუბარს. პირველი ნაწილი გამოსვლის რაც იყო, არაფრით არ იყო გამორჩეული. ყველაფერი, რაზეც მან ისაუბრა, შეგვიძლია გადავამოწმოთ, ღია წყაროებით ხელმისაწვდომია თუ მოვიძიებთ ამიტომ არანაირი საფუძველი დახურვის არ არსებობდა, მითუმეტეს, საიდუმლო კითხვები არ არსებობს.

მთავარი კითხვა არის ტოტალურ მოსმენებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით, რომ გამოვიდა საიდუმლო ფაილები, უსმენენ სასულიერო პირებს, ანუ აღსარების საიდუმლოც კი არ არის დაცული, უსმენენ ელჩებს, რომელიც კონვენციით არის დაცული, უსმენენ პოლიტიკოსებს, რომლებიც დაცული არიან კონსტიტუციით, უსმენენ უბრალო ადამიანებს საძინებელში, სამზარეულოში და აგროვებენ კომპრომატებს, ამ საკითხზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას, ეს კითხვა იყო მთავარი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო