გრიგოლ ლილუაშვილი - რუსი ტურისტები შემოდიოდნენ 2018 -2019 წლებშიც და არ მომხდარა არც დივერსია არც ტერაქტი  - ჩვენი სამსახურები ვცდილობთ გავფილტროთ არასასურველი სტუმრები - ასე რომ, იყავით მშვიდად

ჩვენი სამსახურები, შსს-სა და სხვა სტრუქტურებთან ერთად, შესაძლებლობის მაქსიმუმზე ვცდილობთ გავფილტროთ არასასურველი სტუმრები, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში შემოსულ დიდი რაოდენობით რუს ტურისტებზე საუბრისას აღნიშნა.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოში შემოსული ტურისტების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნულოვანი სტატისტიკაა.

გრიგოლ ლილუაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, იყვნენ მშვიდად და არ აჰყვნენ პანიკას.

„რუსი ტურისტები შემოდიოდნენ 2018-შიც, 2019-შიც. 2019-ში იყო ზუსტად ორჯერ მეტი შემოსული საანგარიშო პერიოდში და არ მომხდარა არც დივერსია, არც ტერორისტული აქტი. ჩვენი სამსახურები, შსს-სა და სხვა სტრუქტურებთან ერთად, შესაძლებლობის მაქსიმუმზე ვცდილობთ გავფილტროთ არასასურველი სტუმრები, თქვენ არ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ საჯარო სივრცეში ნახოთ საზღვარზე შეკავებული ან აქედან გაძევებული სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ საზიანო მოქმედებებში ან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი. ასე რომ, მშვიდად იყავით.

შემოსული ტურისტების მხრიდან ნულოვანი სტატისტიკაა დანაშაულის ჩადენის, სისხლის სამართლის დანაშაულს ვგულისხმობ, ასე რომ, იყავით მშვიდად, ნუ აჰყვებით პანიკას. თუკი ვინმეს აგენტების შემოგზავნა უნდა, ამას არ სჭირდება 900 ათასი ვიზიტორის შემოშვება, ამას სჭირდება 500-200-100 კაცის შემოშვება. არ არსებობს, 1000 ან 2000 აგენტი ვინმემ შემოუშვას ქვეყანაში“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს