გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც მიმართული იქნება საბოტაჟის ან სახელმწიფოს ფუნქციონირების ხელშეშლისკენ, გამოძიება დაიწყება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც მიმართული იქნება საბოტაჟის ან სახელმწიფოს ფუნქციონირების ხელშეშლისკენ, გამოძიება დაიწყება. ასე უპასუხა მან კითხვას, თუ რა ეტაპზეა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებული გამოძიება.

როგორც სუს-ის უფროსმა განმარტა, საქმის ფიგურანტი პირები გამოიკითხნენ და შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა დღის წესრიგიდან მოხსნა რაიმე რისკის და საფრთხის განვითარება ამ მიმართულებით.

„ჩვენს სამსახურს არ სჭირდება ფარული მიყურადების შედეგად მიღებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით წარმოდგენა. კარგად ნახეთ, რა საუბრებთან, რა განზრახვებთან გვქონდა საქმე - საბოტაჟის მოწყობის მცდელობასთან, დესტრუქციასთან, სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირების ხელშეშლასთან, ეს და მსგავსი ტიპის ინფორმაცია მიღებისთანავე საჭიროებს რეალიზებას, რაშიც გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება იგულისხმება. ბუნებაში არ არსებობს, რომ ყველა გამოძიება შედეგით დასრულდეს, ვინაიდან გარდა შედეგზე გასვლისა, გამოძიებას პრევენციული ხასიათი აქვს. ჩვენ მიერ დაუყოვნებლივ გამოიკითხა ამ საქმის ფიგურანტი პირები და შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა დღის წესრიგიდან მოხსნა რაიმე რისკის და საფრთხის განვითარება ამ მიმართულებით. ასე რომ, გამოძიება დახურული არ არის. ამ ან ნებისმიერი სხვა პიროვნების მიერ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება საბოტაჟისკენ, სახელმწიფო ფუნქციონირების ხელშეშლისკენ, თან არ დაგავიწყდეთ, ეს პანდემიის პერიოდში ხდებოდა, აუცილებლად იქნება რეაგირებული გამოძიებით და შესაბამისი ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებებით უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა