გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს დილით კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ბერბოკის თქმით, მისი ვიზიტის მიზანია, აჩვენოს, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის გვერდით ყოფნას ვიდრე ეს საჭირო იქნება „იარაღის მიწოდებით, ასევე ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით“.

„ჩემთვის გასაგებია, რომ პუტინს იმედი აქვს, უკრაინის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვით დავიღლებით. მას სჯერა, რომ შეუძლია ჩვენი საზოგადოებების გაყოფა ტყუილებით და მათი დაშანტაჟება ენერგორესურსებით მომარაგების საკითხით და, რომ მას შეუძლია გამოგვაცალოს ენერგია, რაც გვჭირდება ყველა ჩვენს ღირებულებაზე ამ სასტიკი თავდასხმისგან თავის დასაცავად“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, პუტინმა არასწორად გათვალა, რადგან „ევროპამ იცის, რომ უკრაინა იცავს ჩვენს მშვიდობიან წესრიგს“.

ვიზიტის ფარგლებში ანალენა ბერბოკი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მცირე დელეგაციასთან ერთად, კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა. ეს უკრაინაში მისი მეორე ვიზიტია რუსეთის შეჭრის შემდეგ.