ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი მეფე ჩარლზ III-დ ოფიციალურად გამოცხადდა

ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი მეფე ჩარლზ III-დ ოფიციალურად გამოცხადდა, ოფიციალური განცხადება წმინდა ჯეიმსის სასახლეში წაიკითხეს.

"ჩვენი დედოფლის, ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გვირგვინი მხოლოდ და სამართლიანად გადაეცა პრინც ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯს.

ამიტომ, ჩვენ, ამ სამეფოს საეკლესიო და საერო ლორდები და თემთა პალატის წევრები, აწ გარდაცვლილი მისი უდიდებულესობის საიდუმლო საბჭოს სხვა წევრებთან და სამეფოებისა და ტერიტორიების წარმომადგენლებთან, ოლდერმენთან, ლონდონის მოქალაქეებსა და სხვებთან ერთად, ერთი ხმით და თანხმობით, ვაქვეყნებთ და ვაცხადებთ, რომ პრინცი ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი, ჩვენი მონარქის გარდაცვალების შემდეგ, გახდა ჩვენი ერთადერთი კანონიერი და ბედნიერი მონარქი.

ჩარლზ III, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და მისი სხვა სამეფოებისა და ტერიტორიების მეფე, რწმენის დამცველი, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ ყოველგვარი რწმენით და ვემორჩილებით მოკრძალებული სიყვარულით. ევედრეთ ღმერთს, რომლის მეშვეობითაც მეფეები და დედოფლები მეფობენ, დალოცოს მისი უდიდებულესობის მეფობის ხანგრძლივი და ბედნიერი წლები. ღმერთმა დაიფაროს მეფე!“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სასახლეში შეკრებილია საბჭო, რომელიც შედგება სამეფო ოჯახის წევრებისგან, პრემიერ-მინისტრისგან და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან. სასახლეში იმყოფებიან კენტერბერის მთავარეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები, ასევე გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები - გორდონ ბრაუნი, დევიდ კამერონი, ბორის ჯონსონი და ტერეზა მეი.

ცერემონიალის პირველი ნაწილი დასრულდა, ლორდ თავმჯდომარე პენი მორდაუნტმა, რომელიც ღონისძიებას ხელმძღვანელობს, შემდგომი ნაბიჯები გამოაცხადა, რომლებიც მოიცავს განკარგულებას, რომ განცხადება წაიკითხონ ლონდონში, ედინბურგში, კარდიფსა და ბელფასტში. პროცესი ახლა სამეფო ტახტის ოთახში გადაინაცვლებს, სადაც საბჭო ახალ მეფეს მიესალმება.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს